Thursday, April 28, 2011

გამოყენებული ვებგევრდები

ვებგვერდები

ბიორეგულაციური მედიცინა

ბსამეცნიერო კვლევები: კუნთების დაჭიმულობის თერაპია ადრეულ ეტაპზე პროფესიონალ სპორტსმენებში; ბავშვებში საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სპაზმების დროს პრეპარატ სპასკუპრელის ეფექტურობა ჰიოსცინ-ნ-ბუტილბრომიდთან (ბუსკოპანი) შედარებით; კლიმაქტერული სინდრომის მკურნალობის დროს პრეპარატ კლიმაქტ-ჰელის თერაპიული ეფექტი ფიტოთერაპიულ პრეპარატთან შედარებით – რანდომიზებული კვლევა; აკადემიის ცხოვრება: საქართველოს რეგიონებში; ბიოლოგიური მედიცინის აკადემიისა და საქართველოს რესპირაციის ასოციაციის ერთობლივი აქციები; პრაქტიკული რეკომენდაციები; ანტიჰომოტოქსიკური პრეპარატის «ოკულოჰელის» გამოყენების გამოცდილება ბავშვებში; ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტის ანტიჰომოტოქსიკური თერაპია; ბიოპუნქტურის გამოყენება ქრონიკული დაავადებების მკურნალობაში; ანტიჰომოტოქსიკური თერაპია და ქალის ჯანმრთელობა; გავასუფთავოთ მატრიქსი; გაინტერესებთ თქვენი მატრიქსის მდგომარეობა?; ბიოლოგიური პრეპარატი სპიგელონის გამოყენების გამოცდილება სხვადასხვა გენეზის თავის ტკივილის თერაპიაში; სხვადასხვა: თაფლის სასარგებლო თვისებები; ეძღვნება მეგობარი კოლეგების ხსოვნას.http://www.nplg.gov.ge/dlibrary/coll/0001/000546/

კოლხი მედეა მსოფლიო მედიცინის ემბლემა გახდება?

ართველებს, გარდა მრავალი სხვა მემკვიდრეობით თანდაყოლილი ნიჭისა, უთუოდ ავადმყოფთა მკურნალობის ნიჭიც აქვთ გამოყოლილი. ამის დასამტკიცებლად მრავალთაგან მხოლოდ ამ ფაქტზე შევჩერდებით.
თუ გავეცნობით ბერძნულ ისტორიულ ქრონიკებში, მითებში და ლიტერატურულ ქმნილებებში გადმოცემულ ცნობებს, რომელიც კოლხი მედეას მკურნალობის გასაოცარ ნიჭს შეეხება, და აგრეთვე იმას, რომ კოლხეთში სპეციალური სამკურნალო მცენარეების მოსაშენებელი "ჰეკატეს ბაღი" არსებობდა, სადაც 40-მდე სამკურნალო მცენარე იყო კულტივირებული, ალბათ ის დასკვნა უნდა გამოვიტანოთ, რომ არგონავტები ძველ კოლხეთში მხოლოდ "ოქროს საწმისის" მოტაცების მიზნით არ გამოემგზავრნენ. მათ, ალბათ, არანაკლებად აინტერესებდათ კოლხური მედიცინის გაცნობა და ათვისება.
ავადმყოფთა მკურნალობაში ქართველი ხალხის დიდ თანდაყოლილ ნიჭს აგრეთვე თვალსაჩინოდ ადასტურებს შუა საუკუნეებში დაწერილი მრავალი ქართული სამკურნალო წიგნი, რომლებიც, საბედნიეროდ, დღევანდლამდე შემოგვრჩა.
ფარმაცევტულ მეცნიერებათა დოქტორი სოკრატ სალუქვაძე მრავალი წლის განმავლობაში თავგამოდებით იღწვის, რათა დაამტკიცოს მსოფლიო მედიცინის განვითარებაში კოლხური მედიცინის პრიორიტეტი. ამასთან იგი იმოწმებს გერმანელ პროფ. კურტ იოხიმ პოლიკარპ შპრენგელს, რომელმაც მის მიერ დაწერილ მსოფლიო მედიცინის ისტორიას მრავალტომეულში პირველი თავი "უძველეს კოლხურ მედიცინას" მიუძღვნა, რომ იგი საფუძველთა-საფუძველია მსოფლიო მედიცინისა (ძვ.XI-XII ს.).
ბატონმა სოკრატმა პირველმა გამოთქვა ვარაუდი, რომ მსოფლიოს სამედიცინო წრეებში გავრცელებული ტერმინი "მედიცინა" კოლხი მედეას სახელწოდებიდან წარმოსდგა. ამასთან დაკავშირებით მან მედიცინის ემბლემად შემოგვთავაზა ელგუჯა ბერძენიშვილის მიერ შექმნილი ერსახე-ნახატი. იგი თავის მოსაზრებას უგზავნის კოლუმბიის ალტერნატიული უნივერსიტეტის რექტორს და სამეცნიერო საბჭოს, რათა კომპეტენტურმა სპეციალისტებმა მის მოსაზრებას მეცნიერული შეფასება მისცენ. ყოველივე ამას წინ უძღვის ის სასიამოვნო ფაქტი, რომ გერმანულ-ინგლისურენოვანმა ჟურნალმა "ალტერნატიულმა მედიცინამ" სატიტულო გვერდზე დაბეჭდა მხატვარ ე.ბერძენიშვილის მიერ დახატული გრაფიკული შედევრი "მედეა", რომელსაც მკვლევარი სოკრატ სალუქვაძის მიერ მოსაზრებული შემდეგი ლათინურენოვანი წარწერა ამშვენებს: "კოლხელ მედეას მკურნალობანი, ანუ "მედიცინა". ამავე ჟურნალის სატიტულო გვერდზე მოთავსებულია წარწერა, სადაც აღნიშნულია, რომ ჟურნალის გარეკანზე მოთავსებული, კოლხელი მედეას საოცრად მიმზიდველი, შინაარსიანი სურათი. თვით ჟურნალში მოთავსებულია ავტორის პორტრეტი და ტექსტი ანკეტური მონაცემებით გერმანულ და ინგლისურ ენაზე.
ზემოაღნიშნული ემბლემა დაფუძნებულია არქეოლოგ გერმანე გობეჯიშვილის ერთ-ერთ კოლექციაზე, სახელდობრ, გრანიტის ფილაზე - ბორცვზე ამოჩუქურთმებულია რელიეფურად დაკლაკნილი გველის გამოსახულება. მკვლევარ სოკრატ სალუქვაძის აზრით ეს დეტალი ახ.წ. I საუკუნეში სამედიცინო დაწესებულებას ამშვენებდა, ან სამედიცინო განათლების მქონე მკურნალის ბინის კედელში იყო ჩაშენებული.

მედეა მსოფლიოს უდიდესი ჯადოქარიო


ოლიმპოს მთაზე სამი უმშვენიერესი ქალღმერთი შეკრებილიყო. ათენა და ჰერა სტუმრად მისულიყვნენ აფროდიტასთან.  ჰელიოსის შვილიშვილი, კოლხეთის მეფის ასული მედეა უნდა დაეჭრა სიყვარულის ისრით აფროდიტას შვილ ეროსს, ძნელი  იყო ამ საქმის გაკეთება..
თვითონ მედეაც ხომ ქალღმერთი იყო, თუმცა მას ადამიანური წარმომავლობა ჰქონდა და ადამიანური სისუსტეებიც არ იყო მისთვის უცხო. იმძლავრეს ბერძენმა ღმერთებმა კოლხ ღმერთებზე, თავდავიწყებით შეაყვარეს მედეას იასონი...მედეა ყოველთვის ნანობდა იასონის შეყვარებას და ამის ნათელი მაგალითია აპოლონიოს როდოსელის „არგონავტიკაში“–ის მიერ ქმრისადმი მიწერილი წერილი: „ოდესღაც შენ შველას ევედრებოდი კოლხი მეფის ასულს, ჯობდა კი იმდროს მომკვდარიყო შენი მედეა, მას მერე ჩემი ცხოვრება მხოლოდ წამებაა.“ ნანობს ქალი და ჩივის: “ რისთვის შევიყვარე ზომაზე მეტად უცხო კაცი, რისთვის მივეცი მალამო - მაშინ ხომ მასთან ერთად დაიღუპებოდა ამდენი ვერაგობა!“  რისთვის შემოიჭრა გადამთიელი მის ბედნიერ მხარეში... მთელი განცდების ნაკადი მთავრდება რისხვით და მუქარით: ‘’რისხვას, ჩემს გულში რომ მწიფდება, გზა უნდა დიდი. გამიძეხ  ბრაზო, სინანული მომიხდეს თუდაც, ვნანობ რომ ქმარი მოღალატე ვიხსენი მაშინ! დეე, გადაწყვიტოს ღმერთმა მე რომ მაწამებს გულში, რა ვიცი რაა, მაგრამ რისხვა იზრდება დიდი.’’
მედეა–კოლხთა დედოფალი, რომელიც სიცოცხლეშივე გახდა ქალღმერთი, ან თავიდანვე იყო ქალღმერთი…  აიეტის უმცროსი ასული, ქალკიოპეს და აფსირტეს და, მზის ღმერთის შვილის შვილი. მაგრამ რეალური, ისტორიული პიროვნება, თავისი სილამაზით, ხასიათით,  შეუპოვრობით და გაუტეხელობით.  ის ნამდვილი ქართველი ქალია იასონისა და შემდგომ ეგეოსის მეუღლე, ”მსოფლიოს უდიდესი ჯადოქარი”, ექიმი, ბალახთა და წამალთა მესაიდუმლე, მედიცინის დედამთავარი. მედეას განსაკუთრებული სულიერი ძლიერება, მისი ჯადოქრობის ზებუნებრივი ნიჭი, მკვდრის გაცოცხლებისა და ცხვრის ბატკნად ქცევის უნარი, დრაკონების ეტლით გაფრენა და სხვა მოწმობს, რომ უწინ  ქალღმერთი ყოფილა, მერე გამხდარა  ჯადოქარი. მედეას და იასონის სიყვარულის ამბავი, როგორც უკვე ითქვა  იმისთვის მოიგონეს ბერძენმა ღმერთებმა, რომ კოლხეთის სიბრძნით ელადა განათლებულიყო. აქვე ჩანს მედეას კიდევ ერთი ძალზე ქართული თვისება -უმანკოება, მან იასონთან სარეცელი არ გაიყო, მანამ ვიდრე ფაეკთა მეფის ალკინოეს მოთხოვნით  აუცილებელი არ ხდება, რათა კოლხ  მდევრებს მისი მამასთან დაბრუნებისთვის იურიდიული და მორალური საფუძველი აღარ ჰქონოდათ, ეს კი მას შემდეგ მოხდა რაც კანონიერად შეეუღლა იასონს. მისი სამშობლოდან გაქცევა და  ძმის აფსირტეს მოკვდინება მოტივირებულია ოჯახისადმი ერთგულებით, მეტ- ნაკლებად მაინც...
საბერძნეთში ჩასულ მედეას და იასონს ეყოლათ ორი ვაჟი:  მერმეროსი და ფერეტოსი (ზოგი ვერსიით 7 ქალი და 7 ვაჟი). მედეა ეხმარება მეუღლეს ტახტის დაბრუნებაში, რომელიც მას ბიძამ პელიასმა წაართვა. ზოგადად უნდა აღინიშნოს რომ იასონი ერთი ხელმოცარული ადამიანია, მთელი ცხოვრების მანძილზე ის სხვების დახმარებით ახერხებდა მიეღწია საწადელისთვის, დაემარცხებინა მტრებიდა მიეღო ის რაც მას სურდა. თუმცა აქვე ჩანს მისი როგორც მოღალატე  მეუღლის და მამის სახე.  ღალატობს მედეას  კორინთოს მეფის ასულ კრეუსასთან...კოლხი ქალი იძულებულია შური იძიოს და ის მოწამლულ სამოსს უგზავნის კრეუსას. მეტოქე ტანჯვით კვდება, საშველად მისული მამამისიც მასთან ერთად იღუპება...
აპოლონიოს როდოსელის და ადრეული პერიოდის  სხვა ბერძენი ავტორების გადმოცემით, კორინთოს მოქალაქეები ივიწყებენ იმას, რომ მანამდე ისინი მედეამ შიმშილისგან იხსნა და მის შვილებზე  იყრიან ჯავრს. ჰერამ შვილების უკვდაყოფა აღუთქვა მას და ამით დაიმედებული დედა კორინთოს ჰერას ტაძარს შეავედრებს და იმავე ტაძარში შეიყვანს შვილებს წინასწარ. ჰერას საკურთხეველზე დასვამს მათ, მაგრამ იქ იასონი მოუსწრებს. გაიმართება   შეტაკება, რის შემდეგ კორინთელები მედეას შვილებს დაუხოცავენ. პარმენიკოსის ცნობით,  მათი დახოცვისათვის დატეხილი ცოდვის გამოსასყიდად კორინთელებს ჰერას ტაძრის მსახურად ყოველწლიურად შვიდ-შვიდი ბავშვის გამწესება დაეკისრათ.
გავა ამ ამბიდან რამდენიმე საუკუნე და კორინთელები  ტრაგიკოს ევრიპიდეს გადაუხდიან გასამრჯელოს რომ მან შეცვალოს რეალური ისტორია და შვილების სიკვდილი დედას დააბრალოს.  თითქოს ამით ცდილობდნენ ბერძნები ოდნავ მაინც გამოესწორებინათ მათი წინაპრების მიერ ჩადენილი სამარცხვინო ქმედება, თუმცა ევრიპიდეს „მედეაშიც“ ქალი სასოწარკვეთილებამდე იტანჯება შვილების სიკვდილის გამო, იმართება დაძაბული დიალოგი. იასონი ერინიებს(ღმერთებს)  შესთხოვს, სასტიკად დასაჯონ შვილების მკვლელი. მედეა ზიზღით მიუგებს: ”რომელი ღმერთი დაგიჯერებს ფიცის გამტეხო?”. ”ო, საყვარელო შვილებო”- გოდებს იასონი, ”საყვარელი - მხოლოდ დედისთვის” - პასუხობს მედეა. შვილების დახოცვას აქ უპირისპირდება არანაკლები დანაშაული - ოჯახის ღალატი, რისთვისაც იასონი ისჯება. ყველასგან მიტოვებული, ის მიდის გემთან,  რომლითაც მან კოლხეთი დალაშქრა. და აქ აღსრულდა ღმერთების განგება, „არგოს“ ძელი მოტყდება , იასონს დაეცემა და კლავს მას.      ძალზე მნიშვნელოვანია ერთი ჩვეულება, რაც კორინთოში რომის იმპერიის პერიოდშიც კი შემორჩენილი იყო და ბოლო დრომდე ცნობილია. ამ უძველესი წესით, კორინთელები თავს მოვალედ თვლიდნენ  საკურთხეველთან მსხვერპლის შეწირვით გამოესყიდათ თავიანთი დანაშაული - მედეას შვილების დახოცვა. ეს წესი სავსებით სარწმუნოდ აბათილებს მედეას ხელით შვილების მოკვდინების ვერსიას.
კორინთოში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ  აპოლონიოს როდოსელის გადმოცემით,  მედეა ჰელიოსის  დრაკონებიანი ეტლით ათენში გარბის, სადაც მოხუცი ეგეოსის ცოლი ხდება. აქ ის ცდილობს გერი–თეზევსი მოწამლოს და ათენიდანაც მოუწია გაქცევა შვილთან მედოსთან ერთად. მედოსი მცირე აზიაში აარსებს მიდიის სახელმწიფოს. თვითონ მედეა კი ბოლოს მაინც მამასთან ბრუნდება, ეხმარება მას ტახტის დაბრუნებაში, რომელიც აიეტის ძმა პერსეს მიეტაცებინა.
მიუხედავად იმ უზარმაზარი ძალისა, რომელიც მედეას ხელში იყო მოქცეული დალამის  მთელ იმდროინდელ სამყაროზე ახდენდა გავლენას, იგი მაინც უაღრესად ტრაგიკული სახეა, მისი ცხოვრება წინააღმდეგობებითაა სავსე. ის არის მოსიყვარულე მეუღლე, შვილებზე უზომოდ შეყვარებული დედა და ამავე დროს დაუნდობელია შურისძიების დროს. მან სამშობლო სიყვარულში გაცვალა, თუმცა საბოლოოდ მაინც უბრუნდება კოლხეთს, შემოირიგებს მამას და აქვე ასრულებს სიცოცხლეს.
მიუხედავად იმისა, რომ მედეასა და არგონავტების ისტორიაში ბევრია მითი, ბევრი შემდგომ ჩამატებული ამბავი, მაგრამ მაინც ეს რეალური ისტორიაა, რეალურ ადამიანებზე. ადამიანებზე რომლებმაც კოლხეთი და საბერძნეთი დააკავშირეს ერთმანეთთან და ეს კავშირი გასდევდა ამ ორ ქვეყანას შემდეგში  მთელი ისტორიის მანძილზე. უზარმაზარია მედეას როლი მედიცინის განვითარებაში, ის არ იყო ჯადოქარი, ის იყო მკურნალი და მისი მეთოდები მეცნიერულს უახლოვდებოდა. დასავლეთის მეცნიერები ერთხმად აღიარებენ, რომ მედეა მედიცინის ფუძემდებელია და მას „კურა მედიანას“ ანუ მედეას მკურნალობას უწოდებენ, ამ ყველაფრის ნათელი დასტურია გამოჩენილი გერმანელი ექიმის, ბოტანიკოსის, მედიცინის ისტორიკოსის კურტ იოაჰიმ შპრენგელის კვლევა. მისი „მედიცინის პრაგმატული ისტორიის“  ხუთტომეული კოლხური მედიცინის ისტორიით იწყება.

მედეა და მედიცინა

მედეას სახელთან არის დაკავშირებული სხვადასხვა დაავადების მკურნალობა, სხვადასხვა სახის ძილმომგვრელი, ძალმომცემი, განმკურნებელი, მომაკვდინებელი საშუალებების, ნელსაცხებლების, შესაორთქლებელი, შესასხურებელი, დასაზელი და ა.შ. წამლეულის მომზადება; სამკურნალო მცენარეების მოშენება და მათი თვისებების შესწავლა, შხამებისა და ანტიშხამების გამოყენება, გაახალგაზრდავებისა და სიცოცხლის გახანგრძლივების რაციონალური მეთოდების ძიება და სხვა.

მედეა-დან თანამედროვე ქარტულ მედიცინამდე

მედეაბერძნული მითის მიხედვით კოლხეთის ლეგენდარული მეფის აიეტის უმცროსი ასული, ქალკიოპესა და აფსირტეს და, კირკეს ძმისშვილი, ჰელიოსის შვილიშვილი, ჰეკატეს ქურუმი (დაახლ. ძვ.წ.XV საუკუნე). ლეგენდის მიხედვით, მას შეუყვარდა არგონავტების წინამძღოლი იასონი და დიდი დახმარება გაუწია მას კოლხეთიდან ოქროს საწმისის გატაცებაში. მითის ერთ-ერთი ვერსიით შეყვარებულებმა საბერძნეთში ჩააღწიეს, მაგრამ მალე იასონმა უღალატა მედეას და ცოლად კორინთოს მეფის კრეონტის ასულ კრეუსას მოყვანა დააპირა. მედეამ შური იძია იასონზე და მისი საცოლე სიკვდილს შეჰყარა. ამით განრისხებულმა კორინთელებმა მედეას შვილები დაუხოცეს, რის შემდეგაც, მითის მიხედვით, გაუბედურებული ქალი კოლხეთში დაბრუნდა.
მედეას სახელს ანტიკურ და წინაანტიუკურ სამყაროში ბევრი რამ უკავშირდება. ძველ ხალხს ის ქალღმერთად მიაჩნდა, მის სახელზე აგებდნენ ტაძრებს. ანტიკური საზოგადოება და ბევრი თანამედროვე მეცნიერი მის სახელს უკავშირებს მედიცინის თანამედროვე სახით განვითარებას. თვით ტერმინი მედიცინაც მისი სახელიდან მომდინარეობს. ლეგენდებისა და ისტორიული წყაროების თანახმად, მედეას მკურნალობის საოცარი ნიჭი და ცოდნა ჰქონდა, მას ბევრი უკურნებელი სენის წამლობა შეეძლო. რამდენიმე ლეგენდის მიხედვით, ის ახალგარდაცვლილსაც კი აცოცხლებდა, მოხუცთ კი სიჭაბუკეს უბრუნებდა.